Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღე იყო შეჯამების დღე.მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეების პროექტების იდეები,იყო განხილვები,იდეების გაზიარება.დავასახელეთ ჩვენი პროექტის მიზანი, აღვწერეთ ეტაპები და პროცედურები,თუ რა უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ჩვენი პროექტი.
ინტელის ძირითად სასწავლო კურსმა სხვა ღირებულებებთან ერთად მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით.
ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა,რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად სასწავლო კურსს,რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
დიდი მადლობა ქლბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული მუშაობისთვის.




Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა.
შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და ავტვირთეთ იგი ბლოგში.დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით.განვიხილეთ ყველა მოსწავლის  საჭიროების  გათვალისწინება პროექტის მსვლელობაში.დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.