Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღე იყო შეჯამების დღე.მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეების პროექტების იდეები,იყო განხილვები,იდეების გაზიარება.დავასახელეთ ჩვენი პროექტის მიზანი, აღვწერეთ ეტაპები და პროცედურები,თუ რა უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ჩვენი პროექტი.
ინტელის ძირითად სასწავლო კურსმა სხვა ღირებულებებთან ერთად მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით.
ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა,რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად სასწავლო კურსს,რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
დიდი მადლობა ქლბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული მუშაობისთვის.




Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა.
შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და ავტვირთეთ იგი ბლოგში.დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით.განვიხილეთ ყველა მოსწავლის  საჭიროების  გათვალისწინება პროექტის მსვლელობაში.დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით.გავიმეორეთ მოსწავლის ბლოგში მუშაობის პრინციპები.
ახალი მასალა იყო მოსწავლის პრეზენტაცია და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია PowerPoint-ში.განვიხილეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმებს და განვიხილეთ.

Saturday, February 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

                                                    რეფლექსია
   ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.გავეცანით საავტორო
უფლებების დაცვას და გამოყენებას. ვისწავლეთ კომენტარების დაწერა ბლოგზე.აგრეთვე მოსწავლის ბლოგის შექმნა.ეს დღეც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა

Saturday, February 18, 2017

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ ბუკლეტის შექმნა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.დავადგინეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები და განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Sunday, February 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

მიმოვიხილეთ სამუშაო პროექტები და გავიმეორეთ პირველი დღის მასალა.გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს.
გავიმეორეთ  Word-ის ინსტრუმენტები და დავამზადეთ ბუკლეტი.ეს ბუკლეტები დაგვეხმარება მოსწავლეების მიზიდვასა და დაინტერესებაში.